ბიუჯეტი 2017

2017 წლის ბიუჯეტით ცხრამეტი სამინისტროდან ექვსის ბიუჯეტი იზრდება

ტაბულა

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ხარჯები 10.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელ ბიუჯეტს 410 მილიონი ლარით აღემატება. ქვეყანაში მოქმედი 19 სამინისტროდან ექვსის ბიუჯეტი იზრდება. სამინისტროებიდან ყველაზე მეტად ზრდა ჯანდაცვის სამინისტროს ეხება, რომლის ბიუჯეტიც 168 მილიონი ლარით იზრდება და ის 3.3 მილიარდ ლარს აღწევს. 

მთავრობა მომავალ წელს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკისა და სპორტის სამინისტროების ბიუჯეტებს ზრდის. მცირდება ფინანსთა, საგარეო საქმეთა, კულტურის, სოფლის მეურნეობის, შსს-ს, იუსტიციის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ბიუჯეტები. მომავალ წელს ყველაზე მეტად, 83 მილიონი ლარით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება, რაც უფასო ხვნის პროგრამის შეჩერებას და სხვა სუბსიდირების პროგრამების დაფინანსების შემცირებას უკავშირდება. 

კომენტარები