გაქცეული პატიმარი

რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი თბილისში, რესტორანში დააკავეს

შსს

რუსთავის სასამართლოდან 31 აგვისტოს გაქცეული მსჯავრდებული პირი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს წარსულში ნასამართლევი კიდევ ერთი მამაკაცი.

"დადგინდა, რომ ძებნილი მსჯავრდებული ო.ვ. რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ს 177-ე, 179-ე და 19-177-ე მუხლებით) იხდიდა. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა. მსჯავრდებულ ო.ვ.-ზე ძებნა 2016 წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ოვ.-სა და ლ.ე.-ს დაკავებისას ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა, დაკავებულებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს", - წერია შსს-ის განცხადებაში.

სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს დამატებით წარედგინა ბრალდება გაქცევისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის, ხოლო მეორე პირს მხოლოდ ყაჩაღობისთვის.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევის საქმეზე უწყების საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი 1 სექტემბერს დააკავა.

კომენტარები