სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი რუსთავში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი რუსთავში დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.

უწყებისვე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

15 ოქტომბერს, გამთენიისას ორთაჭალაში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს სცემეს. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული და მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

კომენტარები