არჩევნები 2016

ცესკო: მეორე ტურები სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება პირველი ტურის განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერსაა დანიშნული.

ერთიან ნაციონალური მოძრაობაში საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე საუბრობენ, ქართული ოცნების წევრებს კი იმედი აქვთ, რომ სახელისუფლებო გუნდი მეორე ტურებს დამაჯერებლად 50-ვე ოლქში მოიგებს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მეორე ტური არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას პარლამენტში ჰქონდეს კომფორტული უმრავლესობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ ცესკოს დაუყოვნებლივ ატვირთონ შეამაჯამებელი ოქმები და იმედს გამოთქვამენ რომ მეორე ტურები უფრო მშვიდობიანად ჩაივლის.

მეორე ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ოლქში გაიმართება, აქედან 18 თბილისის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.

 

კომენტარები