არჩევნები 2016

ხუნდაძე: ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობა აბსოლუტურად არ არის ხიფათის შემცველი

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი და მცხეთის მაჟორიტარი კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყანაში სტაბილურობისა და პერსპექტივის გარანტი იქნება.

"ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა არ არის საგანგაშო. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სახიფათოა საზოგადოებისთვის ან თავის სახელისუფლებო ბერკეტებს იყენებს ძალადობისათვის. იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეა ხელისუფლება, მაშინ საშიშია საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესით ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე ახლოს მდგომი საზოგადოებასთან - მშვიდი, დაბალანსებული და კონსტრუქციული პარტია. ასე რომ, ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობა აბსოლუტურად არ არის ხიფათის შემცველი. პირიქით, ეს იქნება სტაბილურობისა და პერსპექტივის გარანტი", - მიაჩნია ხუნდაძეს.

ხუნდაძემ ქართული ოცნების დაპირებაზე 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზეც გააკეთა კომენტარი. "რა თქმა უნდა, მე ვიყავი ამ დაპირების ხელმომწერი. უნდა ვეცადოთ, გავაძლიეროთ თვითმმართველობები, რომ საჭირო არ იყოს მაჟორიტარული სისტემა", - თქვა მან.

კომენტარები