Doing Business

ხუთი რეფორმა, რის შედეგადაც საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა

0 კომენტარი
ფოტო: world bank

Doing Business-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის 16-ე ადგილზე გავიდა. საქართველო წინა წელთან შედარებით რვა პოზიციით დაწინაურდა. დაწინაურების მიზეზი 2015-2016 წლებში საქართველოს მიერ გატარებული ხუთი რეფორმაა.

Doing Business-ის 10 კრიტერიუმი და საქართველოს მიერ ამ კრიტერიუმებში დაკავებული პოზიცია:

  1. ბიზნესის დაწყება - საქართველო 8-ე ადგილი
  2. სამშენებლო ნებართვის აღება - საქართველო 8-ე ადგილი
  3. ელექტროენერგიის მიწოდება - საქართველო 39-ე ადგილი
  4. უძრავი ქონების რეგისტრაცია - საქართველო 3-ე ადგილი
  5. კრედიტის აღება - საქართველო 7-ე ადგილი
  6. მინორიტარი აქციონერების უფლებები - საქართველო 7-ე ადგილი
  7. საგადასახადო სისტემა - საქართველო 22-ე ადგილი
  8. საგარეო ვაჭრობის სიმარტივე - საქართველო 54-ე ადგილი
  9. ხელშეკრულების აღსრულება - საქართველო 16-ე ადგილი
  10. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება - საქართველო 106-ე ადგილი

რეიტინგის მიხედვით, საქართველომ ამ ათი კატეგორიიდან ხუთში - გაიუმჯობესა პოზიციები:

ქონების რეგისტრაცია - გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ქონების რეგისტრაციის სიმარტივით მესამე ადგილზე გავიდა.

მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა - საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა მინორიტარ აქციონერთა  (აქციონერის ვისაც 50%-ზე ნაკლები წილი აქვს) უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების განსაზღვრით. ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ვაჭრობა საზღვრებს შორის - ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით საქართველო 54-ე ადგილს იკავებს.

გადასახადების გადახდა - ამ სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა. ამ მიმართულებით საქართველო 22-ე ადგილზეა.

ელექტროენერგიით მომარაგება - გაუმჯობესდა ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ხანგრძლივობის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის (SAIDI) და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის (SAIFI). ასევე გაუმჯობესდა მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილი გათიშვის შესახებ. 

Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში არის მსოფლიო ბანკის გამოკვლევა, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების წახალისებას და სხვადასხვა ქვეყანაში მეწარმეობის მხრივ არსებული ვითარების შესწავლას ისახავს მიზნად. 

2017 წლის ინდექსით ბიზნესის კეთების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ათეული:

  1. ახალი ზელანდია
  2. სინგაპური
  3. დანია
  4. ჰონგ-კონგი
  5. სამხრეთ კორეა
  6. ნორვეგია
  7. დიდი ბრიტანეთი
  8. აშშ
  9. შვედეთი
  10. მაკედონია

2016 წელს საქართველომ კვლევის მეთოდლოგიის ცვლილების გამო საქართველო 9 პოზიციით ჩამოქვეითდა, რის გამოც ქვეყანამ 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2006 წელს საქართველო რეიტინგში 98-ე ადგილზე იყო, ქვეყანაში გატარებული სტრუქტურული რეფორმებით კი 2012 წელს საქართველომ მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები