ერთნაირსქესიანთა ქორწინება

პრემიერი: აშშ-ში "ერთსქესიანთა" ქორწინება ზოგ შტატში არ არის დაშვებული

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში, კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრის კომენტირებისას თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტ ქორწინება "ყველგან არ არის დაშვებული... ზოგ შტატში არ არის დაშვებული".

"რა თქმა უნდა არის არაერთი ქვეყანა [ევროპაში], ჩვენ შევისწავლეთ და ჩვენ ამაში არ ვართ უნიკალურები [ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვაში]. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაშ, მათ შორის ეს არის აშშ-შიც, არ არის ყველგან დაშვებული. იქაც სხვადასხვანაირად არის, ზოგ შტატში არის დაშვებული, ზოგ შტატში არა. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული, მე ვფიქრობ რომ ამ საკითხის ჩვენი მხირდან მხარდაჭერაც, სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენ გვეჩვენებინა მათ შორის იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებისთვისაც ძვირფასია, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამავე დროს ძვირფასია ტრადიცული ფასეულობები. გვეჩვენებინა, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსექსიანთა [სავარაუდოდ პრემიერი გულისხმობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას] ქორწინების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ ჩვენ ძალიან აქტიურად მხარი ამ ინიციატივას", - თქვა პრემიერმინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლოს 2015 წლის, 26 ივნისის გადაწყვეტილებით, საქმეზე - "ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ", ლგბტ პირების ქორწინება ორმოცდაათივე შტატში დაშვებულია. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ პირებისთვის ქორწინებაზე უარის თქმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები