მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში სტიქიის შემდეგ 15 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უსახლკაროდ რჩება

EPA

იტალიაში 30 ოქტომბერს მომხდარი 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ 15 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უსახლკაროდ არის დარჩენილი. ისინი ამ ეტაპზე, დროებით საცხოვრებელ ცენტრებში იმყოფებიან.

იტალიის პრემიერმინისტრის, მატეო რენცის თქმით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ცენტრალურ იტალიაში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი არ მოყოლია. დაშავებულთა მდგომარეობა კი მსუბუქია.

სტიქიის შედეგად, მიწისძვრის ეპიცენტრში მყოფ ანტიკურ ქალაქ ნორჩიაში წმიდა ბენედიქტეს სამონასტრო კომპლექსის ბაზილიკა დაინგრა, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნეში, მეხუთე საუკუნეში აგებული წმიდა ბენედიქტესა და მისი დის, წმიდა სკოლასტიკას სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებზე იყო აგებული.

კომენტარები