აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპის გამარჯვება ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

Drew Angerer/Getty Images

ამერიკაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მათ შორისაა, ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, პორტლენდი, ჩიკაგო, ფილადელფია, სან ფრანცისკო, ოკლენდი, ბოსტონი და კოლუმბიის ოლქი.

საღამოს, 09:30-ისკენ დემონსტრანტები თეთრი სახლისკენ გაემართნენ, სადაც დროშები დაწვეს.

ჩიკაგოში აქციის რამდენიმე ათასმა მონაწილემ გზის სავალი ნაწილიც გადაკეტა.


ფოტო: Jacob Bernstein / Twitter
ნიუ იორკში დემონსტრანტები ტრამპ თაუერზეც აცოცდნენ. "ჩვენ არ გვინდა არჩეული პრეზიდენტი, უარს ვამბობთ", - ამბობდნენ ისინი.

ამერიკაში დონალდ ტრამპის არჩევა ხმის მიცემის დასრულების შემდეგაც გააპროტესტეს, თუმცა, მაშინ სხვადასხვა ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი გამოვიდა.

კომენტარები