თბილისის ჯაზფესტივალი

თბილისის მე-19 ჯაზფესტივალი ჯეიმი ქალუმმა გახსნა

ტაბულა

თბილისის მე-19 ჯაზფესტივალი ინგლისელმა ჯაზ-პოპის შემსრულებელმა, ვოკალისტმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა ჯეიმი ქალუმმა გახსნა. 37 წლის მუსიკოსი მსმენელის წინაშე ყველასთვის ცნობილი სიმღერებით წარსდგა. მსმენელთა თხოვნით, კონცერტი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ფესტივალის მეორე დღეს Event Hall-ში მსმენელის წინაშე გრემის მფლობელი მულტიინსტრუმენტალისტი, მესაყვირე, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი, ბასისტ ვისენტ არჩერსა და დრამერ ჯო დაისონთან ერთად წარსდგება. თბილისის მე-19 ჯაზფესტივალი 13 ნოემბერს დაიხურება.

კომენტარები