თეთრი ხმაურის მოძრაობა

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი და მასთან მყოფი პირები გაათავისუფლეს

თეთრი ხმაურის მოძრაობის დაკავებული აქტივისტი და მასთან ერთად მყოფი პირები გაათავისუფლეს - ამის შესახებ კლუბის - "მტკვარზე" მფლობელი ქეთა გაბუნია საკუთარ Fb გვერდზე წერს. 

გაბუნიას ინფორმაციით, დაკავებულ პირებს საავადმყოფიში ტომოგრაფია გაუკეთეს, თუმცა უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ, ისინი გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აქტივისტი ქეთა გაბუნია და ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები დააკავეს. შსს-ში განმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძებდნენ.

კომენტარები