თეთრი ხმაურის მოძრაობა

სამართალდამცავებმა თეთრი ხმაურის აქციაზე დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს

თეთრი ხმაური

სამართალდამცავებმა თეთრი ხმაურის აქციაზე დაკავებული პირები, შოთა ხინჩაგაშვილი და მირიან მალაყმაძე დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. კანონმდებლობით ამ მუხლის დარღვევას 400 ლარიანი ჯარიმა, ექვს თვემდე გამოსასწორებელი სამუშაოები ან 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება მოჰყვეს. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ამ წუთებში აქცია - "დეკრიმინალიზაცია 2016" გაიმართა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.

აქცია ხმაურის ფონზე დაიწყო, ხალხმარვლობის გამო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს, რის საპასუხოდაც პოლიციის კორდონმა აქციის მონაწილეები ძალით ისევ ტროტუარისკენ დააბრუნეს. ამ დროს პოლიციასა და აქციონერებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც აქციის წევრები დააკავეს. 

თეთრი ხმაურის აქციის თარიღი სიმბოლურია და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ემთხვევა. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი თეთრი ხმაურის ბანერით დაფარეს.

კომენტარები