ვიზალიბერალიზაცია

მოგერინი: ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარი უნდა დაუჭიროს

telegraph.co.uk

ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა. ფედერიკა მოგერინის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველომ ყველა დაკისრებული ვალდებულება შეასრულა, ახლა კი ევროკავშირის მოქმედების დროა. 

" საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი მე დასაწყისშივე წამოვჭერი და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ის. მინისტრებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ეს არის პრიორიტეტული ევროკავშირისთვის, რადგან საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი და არსებობს გადაწყვეტილება, რომ პროცესი წინ წავიდეს. მოუთმენლად ველი პრემიერმინისტრის სტუმრობას. ყველასთვის ნათელია რომ საქართველოში სიტუაცია საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარი უნდა დაუჭიროს", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

ცნობისთვის, საქართველო - ევროკავშირის საბჭოს სხდომა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით დეკემბერში გაიმართება. 

კომენტარები