ფაქტ-მეტრი

Google-ის მხარდაჭერით ავტომატური ფაქტ-მეტრი შეიქმნება

0 კომენტარი
ფოტო: Full Fact

ბრიტანული ორგანიზაცია Full Fact გუგლის მხარდაჭერით ავტომატურ ფაქტ-მეტრს შექმნის. ორგანიზაცია ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას მისცემს. 2017 წლის ბოლომდე ორი პროექტი: Trends and Robocheck გაეშვება.

Trends განსაზღვრავს, კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტში რამდენად გავრცელდა. ის დეტალებს შეამოწმებს და კორექტირების მოთხოვნას გაგზავნის. Robocheck კი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს მომხმარებელს pop-up-ით შეატყობინებს.

"ჟურნალისტი, რომელიც პრემიერმინისტრს უყურებს, წამებში შეამოწმებს, რამდენად სწორ განცხადებას აკეთებს და ზუსტ ინფორმაციასაც მიიღებს", - ამბობენ ორგანიზაციაში.

Full Fact ამ ეტაპზე სტრუქტურირებული მონაცემების მისაღებად დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურთან მუშაობს.

ამ პროექტებისთვის Full Fact გუგლისგან 50 000 ევროს მიიღებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები