არჩევნები 2016

ვინ არის ქართული ოცნების ის სამი წევრი, ვინც დეპუტატის მანდატს მოიპოვებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატთა ნაწილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია, მათი დამტკიცების შემდეგ კი ისინი დეპუტატის მანდატს დაკარგავენ. გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას მთავრობაში გადანაცვლების გამო ქართული ოცნების საარჩევნო სიის სამი წევრი დეპუტატის მანდატს მოიპოვებს.

ქართული ოცნების სამი წევრი ვინც დეპუტატის მანდატს მოიპოვებს:

  1. გუგული მაღრაძე
  2. დავით მათიკაშვილი
  3. გიორგი ხატიძე

სანდრა რულოვსის მიერ მანდატზე გაცხადებული უარის გამო პარლამენტში შევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის 28-ე ნომერი გიორგი ღვინიაშვილი.

150 წევრისგან შემდგარ პარლამენტში 115 მანდატი ქართულმა ოცნებამ მიიღო, 27 მანდატის მფლობელი გახდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საარჩევნო კოდექსის თანახმად 6 მანდატი მიიღო პარტიამ. პარლამენტში შევიდა დამოუკიდებელი მაჟორიტარი - სალომე ზურაბიშვილი და მრეწველების წევრი, ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები