რუსთავი 2-ის საქმე

ბესელია რ2-ზე: ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ტაბულა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის არ იყო. 

"ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ასე გასაღება ამ ინფორმაციის არის სრულიად არასწორი. ეს იყო დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხი, რომელიც თავისი შინაარსით ზუსტად ეხმიანება იმ ზოგად პრინციპებს, რის დეკლარირებასაც ვახდენთ ჩვენ და რაც გვინდა, რომ იყოს დაცული ამ ქვეყანაში, არის მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა და ა.შ. ეს არის დემოკრატიის ინდიკატორები და არავის არ აქვს განსხვავებული პოზიცია. ეს არის დავა, რომელიც სასამართლოს არეალში არის გადატანილი და ჩვენ, პოლიტიკოსები სასამართლო მოედანზე არ გადავდივართ", - ამბობს ეკა მიშველაძე.

განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ რუსთავი ორის კითხვაზე პასუხად გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სპიკერი იმ უწყებისა თუ ორგანიზაციის პოზიციას გამოხატავს, რომელსაც წარმოადგენს. რუსთავი 2-თან დაკავშირებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

სპიკერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ისა და მედიაპლურალიზმის საკითხს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კრიტიკულ ფაქტორად მიიჩნევს.

 

კომენტარები