ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.5871 ლარია, ეს მაჩვენებელი აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 5 თეთრით მეტია. ლარის გაუფასურების წინა პიკი გუშინ, 30 ნოემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.5352 ლარი ღირდა. დღესვე ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითა, დღეს არსებული კურსი აჟიოტაჟურია და ის რამდენიმე დღის შემდეგ აუცილებლად უნდა დასტაბილურდეს.
დღესვე ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.7491 ლარი ღირს, ცვლილებამ 5 თეთრი შეადგინა.





