კრიმინალი

თბილისში, ონკოლოგიური საავადმყოფოს ეზოდან, ცენტრის დამფუძნებლის ბიუსტი მოიპარეს

AMBEBI.GE

თბილისში, ონკოლოგიური საავადმყოფოს ეზოდან, საქართველოში ონკოლოგიური ცენტრის დამფუძნებლის ლუარსაბ შარაშენიძის ბიუსტი მოიპარეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კომენტარები