სპორტი

F1-ის მსოფლიო ჩემპიონმა გამარჯვებიდან ერთ კვირაში კარიერა დაასრულა

Getty

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ნიკო როსბერგმა სპორტიდან წასვლა დააანონსა. როსბერგი საკუთარ FB-გვერდზე წერს, რომ 25-წლიანი რბოლის შემდეგ, მისი ერთადერთი ოცნება ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონობა იყო.

"როდესაც სუზუკაში რბოლა მოვიგე, იმ წუთიდან, როცა გავაცნობიერე, რომ ტიტულის ბედი ჩემს ხელში იყო, უდიდესი წნეხი დაიწყო და მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ თუკი მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი, კარიერა უნდა დამესრულებინა. კვირას დილით, აბუ დაბიში, მე ვიცოდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი რბოლა იყო და ამ გრძნობამ გონება გამითავისუფლა. მე მინდოდა, რომ ამ გამოცდილების ყოველი წამით მესიამოვნა, იმის გაცნობიერებით, რომ ეს შესაძლოა, ბოლოჯერ ხდებოდა... გადაწყვეტილება ორშაბათს საღამოს მივიღე," - აღნიშნავს როსბერგი.

F1-ის მსოფლიო ჩემპიონი მადლობას უხდის თავის მეუღლეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერდა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნების ახდენაში.

კომენტარები