მიწისძვრა

15 წლის მანძილზე დედამიწაზე მომხდარი მიწისძვრები

ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია(NOAA) ვიდეორუკას ავრცელებს, რომელზეც აღბეჭდილია ყველა სიმძლავრის მიწისძვრა მომხდარი 2001 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში.

რუკაზე ფერად წრეებად მიწისძვრების ეპიცენტრებია მონიშნული. წრეების ზომა სიმძლავრეს, ხოლო შესაბამისი ფერები სიღრმეს განსაზღვრავენ.

ანიმაციის დასასრულს ნახავთ მხოლოდ ძლიერ, 6.5-ზე მეტი მაგნიტუდის მიწისძვრებს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ბოლო პერიოდში 2011 წელს მოხდა. 9-ბალიანმა მიწისძვრამ იაპონიის ჩრდილოაღმოსავლეთში დაახლოებით 16 000 ადამიანი იმსხვერპლა.

იაპონია
ფოტო: AFP

კომენტარები