ეკლესია და სახელმწიფო

მიტროპოლიტი იოსები: ოზურგეთის მერი ცილს გვწამებს, ხვალ გავაკეთებ განცხადებას

0 კომენტარი
მიტროპოლიტი იოსებ კიკვაძე

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ ოზურგეთის მერის განცხადება, შემოქმედის ეპარქიისთვის გადაცემული თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ცილისწამებაა. მეუფე იოსებ კიკვიძე განცხადების გაკეთებას ხვალ გეგმავს. მიტროპოლიტი აპირებს გამოაქვეყნოს ინფორმაცია, თუ რაში დაიხარჯა 2016 წელს გადაცმეული 25 ათასი ლარი.

ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარი სიორიძის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, შემოქმედის ეპარქიას თანხას აღარ გამოუყოფს. მისი თქმით, ეპარქია აქამდე გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა. მიუხედავად ამისა, ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ პატრიარქის პატივისცემის გამო არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს არ ასაჯაროებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ წელს, წინა მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ facebook-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ეძღვნებოდა. კვაჭანტირაძე მეუფე იოსებთან გურიის ყოფილი გუბერნატორის რამაზ ნიკოლაიშვილის სტუმრობას აფასებდა. "იმედია მაგ ისტორიულ სასახლეზე, რომელიც ერმა დიდსულოვნად დაგითმოთ ნაცმოს საარჩევნო შტაბის აბრას არ გამოაკრავთ და შიგნით მართლა შტაბს არ გამართავთ. დანარჩენს მოვუვლით და შეცდომებსაღარ დავუშვებთ.", - წერდა კვაჭანტირაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ეს განცხადება მეუფე იოსებმა ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა. მისი თქმით, ის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არაა და პოლიტიკურ პროცესებში სასულიერო პირების ჩარევის წინააღმდეგია.

"თუ ვინმე პოლიტიკოსი მომიწოდებს რომ ვინ მივიღო სტუმრად და ვინ არა, მე ვფიქრობ რომ ეს არასწორია და ეს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაა. ეკლესიის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლება.მაჟორიტარ დეპუტატს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ვის და როდის იღებს ეპისკოპოსი სტუმრად. ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან", - ამბობს შემოქმედებელი მიტროპოლიტი იოსები ტელეკომპანია პირველთან საუბარში. მეუფე იოსები კვაჭანტირაძის განცხადებას შეცდომების გამოსწორების შესახებ, მუქარად აფასებს.

კითხვაზე თუ საიდან შეიძლება ზვიად კვაჭანტირაძეს ინფორმაცია ჰქონოდა შემოქმედელი მიტროპოლიტის რეზიდენციაში რამაზ ნიკოლაიშვილის სტუმრობის შესახებ, მეუფე იოსები პასუხობს - "გასაგებია რომ სპეციალური სამსახურები უნდა არსებობდეს, ამას ჩვენ ყველა ვემხრობით. ფაქტია, რომ ვიღაც იყო, ვინ იყო არ ვიცი".

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები