ტრანსპორტი

ახმეტის საკრებულომ მეტროს სადგურების სახელდების წესი დაამტკიცა

0 კომენტარი
ფოტო: თბილსის სატრანსპორტო კომპანია

ახმეტის მუნიციპალიტეტში მეტროს სადგურების სახელდების წესი უკვე განსაზღვრულია, თუმცა ამ წესის შესაბამისად ჯერ-ჯერობით არცერთი მეტროს სადგურის სახელი არაა შერჩეული. ახმეტის საკრებულომ 5 დეკემბერს მიიღო "მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი", რომლის მიხედვითაც "მეტროპოლიტენის სადგურების  სახელწოდებები უნდა პასუხობდეს ქალაქში ორიენტირების დანიშნულებას". საკრებულოს მიერ მიღებული სახელდების წესი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.

მუხლი 5

"6. მეტროპოლიტენის სადგურების სახელწოდებები უნდა პასუხობდეს მთავარ დანიშნულებას - ქალაქში ორიენტაციას და, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა იყოს იდენტური შესაბამისი მიწისზედა ბუნებრივი, ისტორიული, ქალაქთმშენებლობითი თუ სხვაგვარი ქალაქმაფორმირებელი ობიექტების დასახელებისა.

8. საქალაქო ტრანსპორტის ერთი და იმავე თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებს, გადასაჯდომ სადგურებს თუ ტერმინალებს უნდა ჰქონდეთ იდენტური დასახელება. გამონაკლისს წარმოადგენს მეტროპოლიტენის გადასაჯდომი კვანძი, რომლის სადგურების სახელწოდებები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან", - წერია საკანონმდებლო ნორმაში.

საქართველოში მეტროპოლიტენი მხოლოდ თბილისშია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა

კომენტარები