ვიზალიბერალიზაცია

ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს მომავალ კვირას გადაწყვეტს

Getty Images

მომავალ კვირას ევროპარლამენტი საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი კატი პირი twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"როგორც იქნა, შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია, მომავალ კვირას უკვე შევძლებთ ხმა მივცეთ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლას", - წერს პირი.


ფოტო: twitter

 

 

 

 

 

 

 

 

ოქტომბერში ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს, რადგან ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო თანხმდება, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ამას ადასტურებს ევროკომისიაც. 

კომენტარები