თეთრი ხმაურის მოძრაობა

სამართალდამცავებმა თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციის მონაწილე დააკავეს - იხილეთ ვიდეო

თეთრი ხმაური

თეთრი ხმაურის აქციაზე სამართლადამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე შოთა ხინჩაგაშვილი დააკავეს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ამ წუთებში აქცია - "დეკრიმინალიზაცია 2016" იმართება. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

აქცია ხმაურის ფონზე დაიწყო, ხალხმარვლობის გამო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს, რის საპასუხოდაც პოლიციის კორდონმა აქციის მონაწილეები ძალით ისევ ტროტუარისკენ დააბრუნა. ამ დროს პოლიციასა და აქციონერებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი წევრი დააკავეს.

აქციის მონაწილეები არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და მთავრობისგან მოითხოვენ, რომ წლის ბოლომდე, სულ მცირე, სიტყვიერად განაცხადოს რეპრესიული პოლიტიკის დასრულების შესახებ.

თეთრი ხმაურის აქციის თარიღი სიმბოლურია და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ემთხვევა. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი თეთრი ხმაურის ბანერით დაფარეს.

კომენტარები