თეთრი ხმაურის მოძრაობა

თეთრი ხმაურის აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს. პროცესი გადაიდო

fb.com/WNmovement

10 დეკემბერს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციაზე დაკავებული შოთა ხინჩაგაშვილი და მირიან მალაყმაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლეს.სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო.

დაკავებულების ადვოკატის თქმით, პროცესის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ სამართალდამცავებმა სამხრე კამერების ჩანაწერები ვერ წარმოადგინეს.

ხინჩიგაშვილსა და მალაყმაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

.

 

ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თეთრმა ხმაურმა აქცია გუშინ პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართა. აქციის მონაწილეთა გზის სავალ ნაწილზე გადასვლას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ორი მონაწილე სწორედ ამ დროს დააკავეს და დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

კომენტარები