უმაღლესი ლიგა

საქართველოს ისტორიაში პირველად, უმაღლესი ლიგის ჩემპიონი სამტრედია გახდა

fcsamtredia.ge

საქართველოს ისტორიაში პირველად, ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონი სკ სამტრედია გახდა.

უმაღლესი ლიგა წელს განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. 14 გუნდი ორ, თეთრ და წითელ ჯგუფში იყვნენ განაწილებულები და საქართველოს ჩემპიონობისთვის ფინალში ამ ჯგუფების პირველ ადგილოსნები შეხვდნენ. თეთრი ჯგუფის პირველ ადგილზე საჩხერის ჩიხურა გავიდა, წითელ ჯგუფში კი სკ სამტრედიამ გაიმარჯვა.

ფინალური შეხვედრა 2 მატჩიანი იყო. პირველ შეხვედრაში, 3 დეკემბერს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სამტრედიამ ანგარიშით 2-0 გაიმარჯვა. დღეს კი დინამო არენაზე განმეორებითი შეხვედრა ანგარიშით 2-2 დასრულდა და შესაბამისად ჩეპიონობა სკ სამტრედიამ მოიპოვა.

2017 წლის ზაფხულში, სამტრედია ისტორიაში ასევე პირველად, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება. ევროპა ლიგის შესარჩევში კი მონაწილეობას საჩხერის ჩიხურა და ბათუმის დინამო მიიღებენ, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თბილისის დინამო დაამარცხა.

კომენტარები