სირიის კრიზისი

აღმოსავლეთ ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

AFP/Getty Images

წითელი ჯვრის ცნობით, აღმოსავლეთ ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ამ ეტაპზე ალეპოდან 200 დაჭრილი გამოჰყავს. ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში მობილიზებულია სასწრაფოს მანქანებისა და ავტობუსების კოლონაც.

სირიის სახელმწიფო არხის ცნობით, ალეპოდან 4000 ამბოხებული მათ ოჯახებთან ერთად უკვე გამოიყვანეს.

სამშვიდობო შეთანხმება დღეს დილით შევიდა ძალაში.

AP-ის ცნობით, მოსახლეობის ევაკუაცია დილითვე იმიტომ არ დაიწყო, რომ სამთავრობო ძალებმა იმ სასწრაფო დახმარების მანქანებს ესროლეს, რომლებიც აღმოსავლეთ ალეპოდან გასვლას ცდილობდნენ. მათივე ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა.

სამთავრობო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმების ფარგლებში, ალეპოს დატოვებას მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, ამბოხებულები და მათი ოჯახის წევრებიც შეძლებენ.

BBC-ს ცნობით, ამ კვირაში სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს თითქმის სრული ტერიტორია დაიკავეს.

კომენტარები