კრიმინალი

ზესტაფონში მამაკაცი მოკლეს

Getty Images

ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები