ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი სასტუმროები და რესტორნებია

luxuryresortphotography.com

საქსტატმა 2016 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. სტატისტიკის ბიუროს ცნობით, 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზომამ 8.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების ხუთეული:

  1. სასტუმროები და რესტორნები - 13.4%
  2. საფინანსო სექტორი - 9.8%
  3. ოპერაციები უძრავი ქონებით - 7.5%
  4. შინამეურნეობების საქმიანობა - 6.5%
  5. ფინანსური შუამავლობა - 5.6%

ყველაზე ნელა მზარდი სექტორების ხუთეული:

  1. შინამეურნეობათა საქმიანობა საკუთარი მოხმარებისთვის - (-5.1%)
  2. ტრანსპორტი - (-4.2%)
  3. კავშირგაბმულობა - (-0.5%)
  4. სოფლის მეურნეობა - (-0.1%) 
  5. ჯანდაცვა - 0.3%

ბიუჯეტით წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა დაგეგმილი. გასულ წელს ზრდა 2.8% იყო, 2017 წელს კი მთავრობა 4%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

კომენტარები