ტერორიზმი

მერკელი ბერლინში მომხდარზე: ეს იყო ტერაქტი

ანგელა მერკელი
EPA

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია ბერლინში საშობაო ბაზარზე თავდასხმის გამო.

მერკელმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და თქვა: "ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა, რომ ვიცხოვროთ - თავისუფლებით, გახსნილობით და ერთად".

გუშინ ბერლინში მამაკაცი საშობაო ბაზარზე სატვირთო მანქანით შევარდა. მსხვერპლი 12 ადამიანია, დაშავდა 48.

კომენტარები