ტერორიზმი

გერმანიის შს მინისტრი: ეჭვმიტანილი ანტიტერორისტულ ბაზაში დაფიქსირებული არ იყო

0 კომენტარი
ფოტო: Olaf Kosinsky

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტომას დე მეზიერის თქმით, დაკავებული ეჭვმიტანილი პაკისტანიდან არის. ის გერმანიაში 31 დეკემბერს ჩავიდა, ბერლინში კი - თებერვალში. ეჭვმიტანილი გერმანიაში ნათესავების ჩაყვანასაც აპირებდა.

მისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ იყო. დე მეზიერის თქმით, მისი სახელი ანტიტერორისტულ ბაზაშიც არ იყო დაფიქსირებული.

მინისტრის ცნობით, იარაღი, რომელითაც, სავარაუდოდ, თავდამსხმელმა სატვირთო მანქანაში მასთან ერთად მყოფი ადამიანი მოკლა, ჯერ ნაპოვნი არ არის.

უკანასკნელი მონაცემებით, გერმანიაში გუშინ მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები