მსჯავრდებულთა შეწყალება

პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა 175 მსჯავრდებულის შეწყალებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 122 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღესვე დატოვებს, რომელთაგან 12 ქალია.  

"შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობდა 2016 წლის 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიაწოდა პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დღეს, 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 175 მსჯავრდებული, რომელთაგან 14 ქალბატონია“, - თქვა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

კომენტარები