სირიის კრიზისი

პუტინი: სირიის მთავრობამ და ამბოხებულებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

Reuters

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმება მიღწეულია.

ინფორმაცია პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

"ახლახან მოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე საათის წინ მოხდა ის, რასაც ჩვენ არა მხოლოდ ველოდით, არამედ, რომლის მისაღწევადაც ბევრს ვმუშაობდით. ხელმოწერილია სამი დოკუმენტი. პირველი დოკუმენტი სირიის მთავრობასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას ეხება. მეორე დოკუმენტი არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლთან დაკავშირებული ზომების პაკეტი. მესამე დოკუმენტი კი, სირიის დარეგულირებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნის შესახებაა", - თქვა პუტინმა.

ინფორმაცია დაადასტურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ჩავუშოღლუს თქმით, შეთანხმების გარანტები რუსეთი და თურქეთი იქნებიან.

კომენტარები