აშშ

ბაიდენი ტრამპს: გაიზარდეთ, დონალდ, გაიზარდეთ. თქვენ უკვე პრეზიდენტი ბრძანდებით

huffingtonpost.com

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მანერების შეცვლა ურჩია.

ბაიდენს PBS-მა დონალდ ტრამპის მიერ აზრის ხშირად უხეში ფორმით, სოციალურ ქსელის მეშვეობით გამოხატვაზე კომენტარი სთხოვა. ბაიდენის თქმით, დროა, ტრამპი გაიზარდოს.

"გაიზარდეთ, დონალდ, გაიზარდეთ. დროა, გაიზარდოთ. თქვენ პრეზიდენტი ბრძანდებით და გვაჩვენეთ რა შეგიძლიათ", - თქვა ბაიდენმა.

გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას უფრო ის ცვლილებები აწუხებს, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში შეიტანს, ვიდრე შიდა პოლიტიკაში.

კომენტარები