გიგი უგულავას საქმე

პროკურატურა უგულავასა და კეზერაშვილზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურა თბილსერვის ჯგუფის საქმეზე თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პროკურორმა გიგა ძნელაძემ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ თბილსერვისის ეპიზოდის საქმეზე გიგი უგულავასთვის წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილზე და სასჯელმა 1 წელი და 9 თვე შეადგინა. თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, თბილისის ყოფილ მერს, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ათვლა მისი დაკავებიდან დაიწყო. უგულავა საპატიმროს, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებს. რიყის ეპიზოდზე კი, სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გაამართლა.

კომენტარები