აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ტრამპი: ეს არის მორიგი ტყვია ჩემი მიმართულებით, ნუთუ ნაცისტურ გერმანიაში ვცხოვრობთ?

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

დონალდ ტრამპი Twitter-ის საშუალებით, CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"სპეცსამსახურები არ უნდა აძლევდენ ასეთ, ცრუ ინფორმაციას საჯაროდ გავრცელების საშუალებას. ეს არის მორიგი ტყვია ჩემი მიმართულებით, ნუთუ ნაცისტურ გერმანიაში ვცხოვრობთ?! - წერს ტრამპი.

"რუსეთი არასდროს ცდილობდა ჩემზე გავლენის მოხდენისთვის ბერკეტების გამოყენებას. მე არანაირი კავშირი არ მაქვს რუსეთთან: არანაირი გარიგებები, არანაირი სესხები, საერთოდ არაფერი", - წერს დონალდ ტრამპი.

CNN-ის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ კომპრომატებს ფლობდნენ, მათ შორის, პირად ცხოვრებასა და ფინანსებთან დაკავშირებით.

მათი ცნობით, გასულ კვირაში ინფორმაცია აშშ-ის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებმა, თავად დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიაწოდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკორეალიზატორობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

კომენტარები