Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: ოპოზიციის საუბრების გამოქვეყნებით, სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედება სურდათ

Human Rights Watch საქართველოსთან დაკავშირებით 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რამდენიმე, უკანონოდ ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გამოქვეყნების მიზანი, სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედება იყო.

"წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რამდენიმე, უკანონოდ ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ასეთ ჩანაწერებს შორის იყო კერძო საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შორის, ასევე, საუბარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის დირექტორსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ ფაქტში მონაწილეობა უარყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გამოძიება დაიწყო", - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები