კრიმინალი

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

Getty Images

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილს რამდენიმე ტყვია ესროლეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზინებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები