კრიმინალი

თბილისში 61 წლის მამაკაცი დანით მოკლეს

თბილისში 61 წლის მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა 1968 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უკვე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1955 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.ი. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები