ლარი კურსი

BLOOMBERG-ის სისტემაში დოლარის ღირებულება 2.65 ლარი გახდა

bloomberg.com

Bloomberg-ის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გამყარებით დაიწყო. დოლართან მიმართებით ვაჭრობა 2.67-ზე დაიწყო, ახლა კი ერთი დოლარი 2.65 ლარი ღირს. ეს ჯერჯერობით ოფიციალური კურსი არაა. ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.7 ლარი ღირს.

ლარის ოფიციალური კურსი Bloomberg-ის სისტემაში ჩართული კერძო ბანკებისა და რამდენიმე მიკროსაკრედიტო ორგანიზაციის გარიგებების საშუალო მაჩვენებლის გამოთვლით გაიანგარიშება. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის ამ ტიპის ვაჭრობის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. 

კომენტარები