ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი: ენმ-ის გენერალურ მდივნობას არ დავთანხმებივარ

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის გადაწყვეტილებაზე, რომ პარტიის გენერალურ მდივნად ვანო მერაბიშვილი რჩება, თავად მერაბიშვილი აკეთებს კომენტარს.

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია", - წერია მერაბიშვილის ფეისბუქზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიის წესდებაში ცვლილებები შევიდა. ახალი წესდების თანახმად, ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს გენერალური მდივნის თანამდებობას, თუმცა მის მოვალეობებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეასრულებს.

კომენტარები