ერთიანი ნაციონლაური მოძრაობა

მელია: თუ მერაბიშვილი უარს ამბობს გენერალურ მდივნობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ მას პარტიის გენერალურ მდივნობაზე თანხმობა არ უთქვამს. როგორც ცნობილია, დღევანდელ ყრილობაზე მერაბიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე დატოვეს.

"ჩვენ მისი თანხმობის გარეშე გენერალური მდივნის თანამდებობიდან პატიმარ ადამიანს ვერ გავათავისუფლებდით. თუკი ის უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები, თუ ის პარტიული საქმიანობის გაგრძელებაზე თანხმობას აცხადებს, ბუნებრივია, მოხარული ვიქნებით. მომავალ კვირას მინდა ვესტუმრო ბატონ ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და პირადად გავიგო მისი მოსაზრებების შესახებ, აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას", - თქვა მელიამ რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები