უსეინ ბოლტი

უსეინ ბოლტს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედალი ჩამოართვეს

AFP/Getty Images

ლეგენდარულ სპრინტერ უსეინ ბოლტს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედალი ჩამოართვეს.

ამის მიზეზი მისი თანაგუნდელი ნესტა კარტერის მიერ დოპინგ ტესტზე დადებითი შედეგი გახდა. კარტერი პეკინის ოლიმპიადაზე იამაიკის სპრინტერთა 4-კაციანი გუნდის წევრი იყო, რომელმაც 4x100 მეტრ კატეგორიაში გაიმარჯვა. შესაბამისად, დოპინგ სკანდალის გამო იამაიკის გუნდს შედეგი გაუუქმდება და ბოლტის კოლექციაში 9-ის ნაცვლად 8 ოქროს მედალი დარჩება.

30 წლის სპრინტერმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე, ოქროს მედალი სპრინტერთა სამივე კატეგორიაში მოიგო. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ბოლტმა ამის გაკეთება 2008 და 2012 წლებშიც მოახერხა, თუმცა ერთ-ერთი მედლის ჩამორთმევის შემდეგ ეს რეკორდიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

იამაიკის ნაცვლად 2008 წლის 4x100 მეტრ კატეგორიის ოქროს მედალი ტრინიდადის და ტობაგოს გუნდს გადაეცემა.

კომენტარები