საქართველოს პატრიარქი

საპატრიარქო: ილია მეორეს ნაღვლის ბუშტის ოპერაციას ორშაბათს გაუკეთებენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ორშაბათს ნაღვლის ბუშტის ოპერაციას გაუკეთებენ - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოში დაუდასტურეს.

"დღეს იყო დაგეგმილი ოპერაცია, მერე თქვეს, რომ თითქოს მოუმზადებლობის გამო ორშაბათისთვის გადაიწია", - უთხრეს ტაბულას საპატრიარქოში.

ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა.

საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ცისანა შარტავამ პატრიარქის გერმანიაში გამგზავრებამდე თქვა, რომ "გამოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია ამ ანთების შემდგომი გართულება".

კომენტარები