საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ძალიან შეწუხებულები და დათრგუნულები ვართ

საქართველოს საპატრიარქო

ტაბულას საქართველოს საპატრიარქოში უთხრეს, რომ მათ არ იციან, როგორია ილია მეორის მოსაზრება მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით. პროკურატურის განცხადებამდე, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რ2-თან საუბარში თქვა, რომ პატრიარქს არ სჯერა მისი შესაძლო მოწამლვის ვერსიის.

"ასე თქვა მეუფე ნიკოლოზმა. მე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მე თბილისში ვარ და რა ვიცი, გერმანიაში რა სჯერათ და რა - არა", - უთხრეს ტაბულას საქართველოს საპატრიარქოში.

ტაბულას კითხვაზე, თუ როგორია მათი პოზიცია მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში უპასუხეს - "ძალიან შეწუხებულები და დათრგუნულები ვართ, რა არის აქ სასიამოვნო და მოსაწონი. როგორც ჩანს, პროკურატურა კიდევ უფრო მეტად საჯაროს გახდის ამ საკითხს და უფრო მეტს გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მოვისმინეთ, ძალიან დამთრგუნველია და ძალიან შეწუხებულები ვართ".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

კომენტარები