შსს: 14-15 თებერვლის საპოლიციო კონტროლისას 53 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1041 ფაქტი. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 17, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 36 პირი დააკავეს.

შსს-მ, განცხადების თანახმად, 2017 წლის 14-15 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

"საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 23 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – 1 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 8 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ყალბი ფულის დამზადება-გასაღების (სსკ-ს 212-ე მუხლი) – 1 ფაქტი; პოლიციამ 3 ძებნილი პირი დააკავა.

დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1041 შემთხვევა, მათ შორის:

წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 2 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 19 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 22 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის:

5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები", - აცხადებს შსს.

კომენტარები