ნარკოდანაშაული

შსს: ნარკორეალიზატორები დავაკავეთ, დადგინდა, რომ ბუპრენორფინს ყიდდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორები დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და გასაღების ბრალდებით აიყვანეს.

"ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 9 ნატეხი და ერთჯერად შპრიცში მოთავსებული ბუპრენორფინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.უ. და ა.უ. ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ყიდდნენ" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შეძენისა და შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე–5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები