გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს შეხვდა

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. 
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს. მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერმინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოშიც მიიწვია. 
მაიკ პენსმა აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციას 70-მდე ქვეყნის მეთაური ესწრება. კონფერენციია 19 თებერვალს დაიხურება.

კომენტარები