რუსთავი 2-ის საქმე

ჯანელიძე: მაუწყებლობის გათიშვა არ ემსახურება მათ ინტერესს, ვისაც R2-ის ყურება უნდა

ტაბულა

"ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით პროცესები ვითარდება ძალიან პოზიტიურად. საქართველოში მედიათავისუფლება უზრუნველყოფილია", - ამბობს მიუნხენის კონფერენციაზე მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

"მაუწყებლობის პროტესტის ნიშნად გათიშვა ნამდვილად არ ემსახურება იმ მაყურებლის ინტერესს, რომელსაც სურვილი აქვს რუსთავი 2-ს უყუროს

როგორც მოგეხსენებათ, რუსთავი 2-ის საქმე იხილება სასამართლოში და ჩვენ ყველა ერთად უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამისათვის აჟიოტაჟი, დესტაბილიზაციის მცდელობები თუ საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა, ნაკლებად ეფექტურია.

ჩვენ, საქართველოს მთავრობას ნამვილად გვაქვს ინტერესი იმისა, რომ რუსთავი 2 იყოს, გადმოსცემდეს და ემსახურებოდეს იმ ადამიანების ინტერესს, ვისაც რუსთავი 2-ის ყურება სურს", - ამბობს ჯანელიძე.

რუსთავი 2 17 თებერვლის ღამით გასული კურიერის სპეციალური გამოშვების შემდეგ საპროტესტო მაუწყებლობის რეჟიმზე გადავიდა. ასევე საპროტესო მაუწყებლობის რეჟიმზე არიან რუსთავის შვილობილი არხები კომედი არხი და მარაო.


ფოტო: რუსთავი 2

კომენტარები