კონტრაბანდა

საგამოძიებო სამსახური: დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალის შემოტანა აღვკვეთეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქეს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალა შემოჰქონდა.

"გამოძიებით დადგენილია, საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO“-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია  ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 

კომენტარები